"ფორმულა 1"-ის რუს მრბოლელს Haas-მა კონტრაქტი შეუწყვიტა

გამოქვეყნდა:

ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონში მონაწილეობას ნიკიტა მაზეპინი აღარ მიიღებს. ფორმულა 1-ის ამერიკულმა გუნდმა "ჰაასმა" რუს მრბოლელს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამასთან ერთად, ამერიკელებმა ხელშეკრულება მრბოლელის მამის, დმიტრი მაზეპინის "ურაკალთანაც" შეაჩერეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბარსელონაში ბოლიდის ტესტირების დროს "ურაკალის" ლოგო მანქანიდან წაშალა.

"როგორც ყველა ფორმულა 1-ის წარმომადგენელი, ჩვენც შოკირებულები ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ვუსურვებთ კონფლიქტის სწრაფად და მშვიდობიანად დასრულებას", - წერია გუნდის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი