"ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანია დაკავებული... პირდაპირ იტაცებდნენ აქციის მონაწილეებს" | მარიამ გეგუჩაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტისა და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის, მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დააკავეს. 

ბოლო ინფორმაციით, როგორც ვიცით, 15 ადამიანი ჰყავთ დაკავებული. შსს-ში ჰყავთ გადაყვანილი, ე.წ. შუშების შენობაში... ადამიანებს უბრალოდ იტაცებდნენ, რითიც შეგვეძლო იმით ვუწევდით წინააღმდეგობას, რაღაც ეტაპზე ფქვილი შევაყარეთ და ამის პარალელურად მიმდინარეობდა ადამიანების პირდაპირ მოტაცება... გიორგი მჟავანაძე იქით იდგა ცალკე, ტელეფონში რაღაცას აკეთებდა და თითით აჩვენეს და დააკავეს, - ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი