კანცელარიასთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნოდარ რუხაძე, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები დააკავეს. ცნობილია, რომ დაკავებულები არიან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი მჟავანაძე და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნოდარ რუხაძე.

რა გახდა აქტივისტების დაკავების მიზეზი, უცნობია.

მანამდე კი, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი