"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს და არხის ორი ჟურნალისტის, ბაჩი ვალიშვილისა და ნოდარ რუხაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ნიკა გვარამიას თქმით, ისინი რუსთაველის გამზირზე, როგორც პროტესტის, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ.
კიდევ ერთხელ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვ ნოდარ რუხაძისა და ბაჩი ვალიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ისინი არიან ჩვენი არხის ჟურნალისტები და იქ იმყოფებოდნენ, როგორც საპროტესტო აქციაზე, ასევე ჟურნალისტური უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში,-თქვა ნიკა გვარამიამ.
იხილეთ ასევე: