ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა | ეკონომისტები ბენზინისა და პურის გაძვირებას ელოდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველო ეკონომიური კოლაფსის ზღვარზეა. რუსეთ-უკრაინის ომი, ისედაც კრიზისში მყოფი ქვეყნის ეკონომიკაზე უკიდურესად მძიმედ აისახება. ლარი გაუფასურების რეკორდებს ხსნის. ახლა ჯერი საწვავზეა, რომლის ფასმა უახლოეს მომავალში შესაძლოა 4 ლარს მიაღწიოს.

ეკონომისტების რეკომენდაციებიდან მოთხოვნებზე გადავიდნენ და ხელისუფლებას საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები უახლოეს მომავალში უმართავი გახდება და ლარის გაუფასურების შეჩერება, ისევე როგორც ფასების შეკავება შეუძლებელი გახდება. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი