რუს ბიზნესმენებს აჭარაში მიწის შეძენას ხელისუფლება უმარტივებს - ოპოზიციაში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო ტერიტორიები ახლა რუსული კომპანიების საკუთრებაა. ბათუმი, ციხისძირი, ქობულეთი, გოდერძის უღელტეხილი - ეს ტურისტული ზონების მცირე ჩამონათვალია, სადაც რუსულმა ბიზნესმა ფესვები მყარად გაიდგა.

რუსმა ინვესტორებმა მიწის შეძენის რამდენიმე გზა იპოვეს - ქონება მათ მფლობელობაში აჭარის მთავრობის ან კერძო პირების დახმარებით გადადის.  გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოიკვლია, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანიები, რომელსაც თითქოს ქართველი ან ევროპელი მფლობელები ჰყავს, რუსულ ბიზნესს ეკუთვნის.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ფულის წარმომავლობით არ ინტერესდება, რადგან ამ შავი ფულის ნაწილი მათ ჯიბეშიც მიდის. 

აჭარის სანაპიროზე რუსული მილიონები გამოცემა „ბათუმელებმა“ დათვალა.  ირკვევა, რომ ყველაზე ძვირადღირებული ინვესტიციების უკან ან რუსეთის მოქალაქეები დგანან ან ის ბიზნესმენები, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ასეთია „ეიერ მერიდიანსის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მრავალფუნქციური კოპლექსი  „თეთრი იალქნები“,  „პეტრა მწვანე ზონა, ჰოხბაუ, „ოქროს ლომი, სანსეტი. სანსეტს არდაგანის ტბაში არსებული ორი ნაკვეთი, ჯამში,  სამ მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით, 3557 კვ.მ. გადაეცა.

ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და რუს ბიზნესმენებს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებზე და საფრთხეებზე  საუბრობენ. 

ერთადერთი, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში რუსული ინვესტიციების რეკორდულ ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდია.

საჯარო რეესტრის 2019 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში რუსეთში მოქმედი 208 კომპანიაა რეგისტრირებული. 5 ათასს სცდება იმ კომპანიების რიცხვი, რომელთა ერთი პარტნიორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი