პატარა "ბაირაქტარების" დიდი საქმე | ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

გამოქვეყნდა:

Bayraktar TB2 - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომელს მართვაც დისტანციურადაა შესაძლებლი, თურქმა ინჟინერმა და ბიზნესმენმა სელჩუკ ბაირაქტარმა შექმნა. 

სელჩუკ ბაირაქტარი თურქული ტექნოლოგიური კომპანია Baykar-ის ტექნოლოგიის მთავარი ოფიცერი და თურქეთის პირველი ადგილობრივი და ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატების არქიტექტორია.

ის 1979 წელს თურქეთში დაიბადა, 1997 წელს ჩაირიცხა სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონიკისა და საკომუნიკაციო ინჟინერიის ფაკულტეტზე, ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდშივე მიიღო პენსილვანიის უნივერსიტეტის GRASP ლაბორატორიის დაფინანსება. პენსილვანიის უნივერსიტეტშივე მიიღო მაგისტრის ხარისხი 2004 წელს.

სელჩუკ ბაირაქტარის სამაგისტრო კვლევა ეხებოდა უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო-სახმელეთო კოორდინაციის წარმატებული დემონსტრირების ფორმირებას ფრენისას ტერიტორიული რობოტების გუნდებთან ერთად.

სწორედ ამ ნაშრომმა მოაპოვებინა ბაირაქტარს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შემდგომი სტიპენდია. მეორე მაგისტრის ხარისხი კი უპილოტო საფრენი აპარატების ავტონომიური, აგრესიული მანევრირების კვლევისთვის მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ, 2007 წელს სელჩუკ ბაირაქტარი თურქეთში დაბრუნდა და თურქული ტექნოლოგიური კომპანია Baykar-ის ტექნოლოგიის მთავარი ოფიცერი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, კომპანიამ შეიმუშავა Bayraktar UAVs, თურქეთის პირველი ადგილობრივი უპილოტო საფრენი აპარატების პროექტი, მათ შორის Bayraktar Mini UAV, Bayraktar TB2, Bayraktar VTOL და Bayraktar Akıncı.

2021 წლის მარტში, Bayraktar-მა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის ახალი მოდელი Bayraktar TB3, რომელიც არის MALE კლასის უპილოტო საფრენი აპარატი. 2021 წლის აპრილში კი - ახალი მიზანი, რომ 2023 წელს ჩაატარონ ფრენა თურქეთის შიდა წარმოების პირველი უპილოტო გამანადგურებელი თვითმფრინავით.

გარდა ამისა, ბაირაქტარი ხელმძღვანელობს თურქეთის პირველი მფრინავი მანქანის პროექტს Cezeri-ს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ უკრაინას საბრძოლო დრონები Bayraktar TB2 გადასცა. სწორედ ბაირაქტარების დახმარებით გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსული BUK, რუსეთის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა "ქარიშხალი" და არაერთი საკონტროლო პუნქტი.

გარდა ამისა, კიევის ზოოპარკში დაბადებულ ლემურს და კიევის პოლიციის ახალ ცუგას, სწორედ "ბაირაქტარი" დაარქვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი