უკრაინამ "ბაირაქტარის" დახმარებით რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "Buk" გაანადგურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის, "ბაირაქტარის" დახმარებით, რუსი ოკუპანტების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ბუკი" გაანადგურეს.

საჰაერო მიზნების გასანადგურებლად განკუთვნილი სარაკეტო სისტემა ე.წ. "Buk" განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მოძრავ სამიზნეებზე დასარტყმელად. 

ინტერნეტში რუსი ოკუპანტების რაკეტაზე მიზნობრივი დარტყმის ვიდეოც გავრცელდა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ უკვე ჩამოგდებულია ოკუპანტის ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 გამანადგურებელი თვითმფრინავი და 69 ვერტმფრენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი