ბათუმის ყველაზე დიდმა სავაჭრო ცენტრმა, რუსი მოქალაქეებისთვის გადახდის სისტემაში რუსული Мир დაამატა. საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გზავნილების და გაფრთხილების მიუხედავად, "მთავარმა" აღმოაჩინა ტრანზაქციის რუსული სისტემა, რომელიც საქართველოში ჩამოსული, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საბანკო ბარათები გამოიყენონ.
რუსული ბარათის გამოყენებას ცენტრის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
"ჩვენ გვექნება პროგრამა, რომლითაც შეძლებენ რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ Мир- ს ბარათით გადახდას, ვამზადებთ, პროგრამას რომ შეძლონ გადახდა." ამბობს, სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრი ცნობილი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის საკუთრებაა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე