ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს საქართველოს გმირის წოდება მიანიჭოს იმ ქართველ მეომრებს, რომლებიც უკრაინაში, პუტინის ომის 23-ე დღეს დაიღუპნენ:
"საუკუნო ხსოვნა ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში თავისუფალი სამყაროსთვის და საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ! მათი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! რუსთაველის ქვეყნის შვილებმა რეალობაში განახორციელეს მისი უკვდავი სიტყვები: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"!
მოვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, მათთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭებას! " წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, 2 ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენთან, შეტაკებისას დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.