პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული მამა-შვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით დაკავებულებმა - ბ.გ-მ და ზ.გ-მ 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს.
"ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ",- წერია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე თემეზე: