"იმედი მქონდა, თუ არ არის და რა შეგვიძლია, მათ სინდისზე იყოს" - დავით რატიანის დედა შვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, პუტინის ომის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველს სამხედროებს თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ოჯახებს უკვე შეატყობინა.

ცნობილია, რომ დაკრძალვის ცერემონია ყველა სამხედრო წესის დაცვით ჩაივლის, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილი არაა დაკრძალავენ თუ არა ქართველ გმირებს ძმათა სასაფლაოზე.

"ხალხი რომ დავინახე მივხვდი, რომ უკვე მკვდარი იყო, აი მაშინ უკვე ჩემი მზე ჩაესვენა... იყო ძალიან სპეტაკი, ალალ-მართალი, უბოროტო, იმიტომ უყვარს ყველას. ჩემი ხელით ჩავუწყვე ყველაფერი, მეთქი ნუ წახვალ დედა, ვისთან მტოვებ, ვის უტოვებ ბავშვებს, არაფერი გიჭირთო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე მივდივარო .... დასაკრძალად მიწის პოვნა არ გაგვიჭირდება... იმედი მქონდა, (ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავდნენ), თუ არ არის და რა შეგვიძლია, მათ სინდისზე იყოს..." - ამბობს გარდაცვლილი ჯარისკაცის, დავით რატიანი დედა ნარგიზ პაკელიანი

უკრაინაში დაღუპული მესამე სამხედროს, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი