უკრაინაში დაღუპულ გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს, რომლებიც უკრაინაში ბრძოლისას დაიღუპნენ საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ გარდაცვლილისების ოჯახებს შეატყობინა. კომუნიკაცია მხარეებს შორის დღეს შედგა.

გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს სამშობლოში გამთენიისას, 05:00 საათზე ჩამოასვენებენ. 

გია ბერიაშვილს ოჯახი თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გადაასვენებს, დავით რატიანის კი ჯერ სახლში.

"თუ არ ვცდები, ხალხი დახვედრას აპირებს, სამეგობროც, სამოქალაქო სექტორიც, აეროპორტიდან კორიდორი გაკეთდება, უნდა გადავასვენოთ თემქის ზღვის სასაფლაოს ტაძარში და იქამდე ეს კორიდორი კეთდება, ჩვენი უბნის, თემქის მოსახლეობის. 

ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. როგორც გვითხრეს, როგორც სამხედრო პირს შეეფერება, საპატიო ყარაულით დაიკრძალება, ბეროც და რატიანიც. ხალხისგან იმხელა თანადგომა გვაქვს და ისეთი სიყვარულით მიდის ბერო, რომ ხედავდეს, ნამდვილად იამაყებდა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, დიდება გმირებს", - ამბობს გია ბერიაშვილის ცოლი, ქეთი ხელაძე.

დაკრძალავენ თუ არა გარდაცვლილებს ძმათა სასაფლაოზე უცნობია. 

უკრაინაში დაღუპული მესამე სამხედროს, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი