"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს შოთაძე როგორც პროკურორო ისე რომ საუბრობს, არადა ჩვეულებრივად რუსი ოლიგარქის "ფლოსტებს" წარმოადგენს ეს კაცი მეტი არაფერი დანიშნულება არ აქვს. ალბათ არ ახსოვს, ქვემო ქართლის გუბერნატორთან 2012 წელს, " ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს, რომ აკრავდა და ახლა რაღაც გაყინული სახით, რომ საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებაზე. მისი ეს შეშინებული განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს პროცედურული საკითხია შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა ხელისუფლებას დასაშვებად არ ეცნო პრეზიდენტ სააკაშვილის სარჩელი არადა ისინი ამ მიმართულების ძალიან ბევრს მუშაობდნენ, წვალობდნენ, რომ ეს სარჩლი მიღებული არ ყოფილიყო."
ლევან ხაბეიშვილის კომენტარი გენპროკურორ შოთაძის განცხადებაზე.