გმირებისთვის, რომლებიც მსოფლიომ აღიარა, ძმათა სასაფლაოზე ადგილი არ გამოინახა... ამ ტკივილის ჩაყლაპვას ვერ შევძლებთ | დავით რატიანის ნათესავი

გამოქვეყნდა:

საქართველო უკრაინაში დაღუპულ გმირებს: გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს ემშვიდობება. მათ სამხედრო პატივით სამოქალაქო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.

ქაშვეთისა და თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძრებთან დაღუპული გმირების ხსოვნას მოქალაქეები პატივს მიაგებენ, მათგან განსხვავებით ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი სამოქალაქო პანაშვიდზე არ მისულა. 

დავით რატიანის ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას თხოვნით, რომ ის ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ, მაგრამ მმართველ პარტიას წერილზე პასუხიც არ გაუცია.

"როდესაც დედა მას ეუბნებოდა 4 შვილია შენ უკან, რომლებიც არ არიან სრულწლოვანები,მამა სჭირდებათ, მაგრამ დათომ თქვა: "დედა ჩვენ რომ ყველა დავსხდეთ სახლში, სამშობლოს ვინ დაიცავს?" გმირები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აღიარა და მსოფლიომ შერაცხა, აი, ამ გმირებისთვის ძმათა სასაფლაოზე ადგილი არ გამოინახა. ეს არის ის დიდი ხინჯი, ის დიდი ტკივილი, რომელიც ჩვენ მის ნათესავებს, მეგობრებს გულში გვაქვს და ალბათ არასდროს ამ ხინჯის, ამ ბოღმის ჩაყლაპვას ვერ შევძლებთ", - ამბობს დავით რატიანის ბიძაშვილი, მიხეილ რატიანი. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის აგრესიას შეწირული დავით რატიანის ოჯახს სამძიმარი მეუფე შიომ გამოუცხადა და დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს პატრიარქის წერილი წაუკითხა. 

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ქართველი გმირი, რომლიც პუტინის აგრესიას ემსხვერპლა და დამოუკიდებლებისთვის ბრძოლას უკრაინაში შეეწირა ბახვა ჩიქობავაა. მისი ცხედრის გადმოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბახვა ჩიქობავა 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. ქალაქში, რომელიც ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი