უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ოჯახმა ჯერჯერობით არ იცის კონკრეტულად რომელ ქალაქსა და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი. მეუღლე მარიკა კუბლაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა უკრაინაში:
"მე არ გავჩერდები, იქით უნდა წავიდეო. აფხაზეთიდან იყო, 16 წლის იყო იქ რომ ომი დაიწყო და იბრძოდა იქიდან მოყოლებული, პარტიზანი იყო, აგვისტოს ომშიც იბრძოდა.
ვეხვეწე ბევრი არ წასულიყო, 4 თითი ჰქონდა დაკარგული...არაო ასე ამბობდა, ჩემ შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინცდამაინც? რომ ვიცი რაც არიანო" ამბობს დაღუპულის მეუღლე.
მისი თქმით, დავით გობეჯიშვილს ოჯახი გუშინ ესაუბრა და უთხრათ, რომ ირპინში იყო - "ბიჭს სწერდა მიყვარხართ მა, არ ინევრიულოთ, არ შეგარცხვენთო"- ამბობს დაღუპულის მეუღლე.
მისთვის ჯერ არაფერია ცნობილი გადმოსვენების თაობაზე. 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.