დავით გობეჯიშვილი - უკრაინაში დაღუპული მეოთხე ქართველი გმირი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია. ის მასობრივი დაბომბვის დროს, ირპენში დაიღუპა.   ეს არის მეოთხე ქართველი გმირი, რომელიც  უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ, მოხალისედ წავიდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბატალიონში ჩაეწერა. 

იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა. 

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი კი დღეს დაკრძალეს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი