რატომ არ არის ივანიშვილი ამ დრომდე სანქციების ქვეშ? ის რუსი ოლიგარქია. ის პუტინისთვის მართავს საქართველოს - წერს რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა ტელეგრამის საკუთარ არხზე და ივანიშვილს ლუკაშენკოზე ფრთხილს უწოდებს:
"ის ლუკაშენკოზე ფრთხილია და პუშილინზე დამოუკიდებელია, მაგრამ თუ მას სანქციებს დააკისრებენ, მისი რეჟიმი დაეცემა, საქართველო მიიღებს თავისუფლებას, ხოლო პუტინი სერიოზულ მარცხს განიცდის" წერს ლატინინა.
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილშიცაა საუბარი, რომლითაც მან გუშინ, 30 მარტს, ჯოზეფ ბორელს მიმართა.