ნუთუ მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური შურისძიება შეესაბამება ფასეულობებს, რომელიც საჭიროა EU-ში გაწევრიანებისთვის? - ფოტიგას წერილი ბორელს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართავს.

ფოტოგა წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე, ამ მიმართულებით კი ის შეშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმგვარ მოპყრობაზე, "რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს".

​"3 მარტს საქართველოს მოსახლეობისა და აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნითა და 2003 წლიდან დაწყებული საქართველოს ყველა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ შემოიტანა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მე ძლიერ მივესალმები.

პრინციპულად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მიმართულებით, მე ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. მე ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებებს, რომ სააკაშვილს მოექცნენ ღირსეულად და სამართლიანად და თავი იქნას შეკავებული ღირსების შემლახველი ქმედებებისა და პოლიტიკური შურისძიებებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ, ექიმებმა და დიპლომატებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა და მე-3 პრეზიდენტის მიმართ ციხეში მოპყრობის გამო, რაც პროვოცირებულია რუსეთთან კავშირებისა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური გავლენის მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

დამატებით, ეს არაფორმალური კავშირები იწვევს ქართული ოცნების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას უკრაინის მიმართაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

გამომდინარე აქედან:

1. არის თუ არა ევროპული ფასეულობების და ევროკავშირის წევრობის მოთხოვნების შესაბამისი მესამე პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა და პოლიტიკური შურისძიება? 

2.მიიჩნევთ თუ არა, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე და მის ევროპულ მომავალზე, და, შესაბამისად, იზიარებთ თუ არა საერთო აზრს, რომ პირადი სანქციების დაწესება რუსული კავშირების მქონე ქართველი  ოლიგარქისთვის მოიტანს მსგავს პოზიტიურ ეფექტს?" წერს ფოტიგა ბოერლს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი