ვინ არის მინდია ლორთქიფანიძე და რა როლს ასრულებდა მისი შვილი, ე.წ. ქოლ-ცენტრის სქემაში - "კრიშა" სუს-დან

გამოქვეყნდა:

ქოლ-ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც "მთავარ აქცენტებში" დეტალურად აღწერს თაღლითური სქემის მუშაობის პრინციპს, იმ კომპანიის ხელმძღვანელებსაც ასახელებს, სადაც ის მუშაობდა.
საუბარია კომპანია ბლექ როკზე, რომლის თავდაპირველი ხელმძღვანელობა ანონიმი რესპოდენტის თქმით, კონფლიქტის ნიადაგზე შეიცვალა და ისკო დასენის შვილის, ჩაჩი დასენის ნაცვლად, კომპანიის მეწილე გახდა მინდია ლორთქიფანძე.

მისივე თქმით, ლორთქიფანიძე სუს-ის კადრი იყო, რომელიც ქოლ ცენტრში მივიდა როგორც დაცვის კომპანია "ომეგას" წარმომადგენელი, რომელსაც ქოლ ცენტრის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა. ანონიმი რესპოდენტის თქმით, ეს ყველაფერი ხდება 2021 წელს:

"ლეშკაშელი [ერთ-ერთი მეწილე] გვეუბნება, რომ ჩვენთან შემოდის ახალი დაცვის კომპანია ომეგა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს, შემდეგ ვიგებთ, რომ ამ ომეგას უკან უდგას ლორთქიფანიძე" ამბობს ქოლ ცენტრის ყოფილი თანამშრომელი.

გარდა მინდია ლორთქიფანიძისა, ის ასახელებს მის შვილს, ტატო ლორთქიფანიძესაც, რომელიც მისივე ინფორმაციით, ქართული ინტერპოლის სამსახურის თანამშრომელია. 
მისი თქმით, ტატო ლორთქიფანიძეც კომპანიის ე.წ. კრიშა იყო, რადგან თაღლითობის მსხვერპლი უცხოელები აღნიშნულ დანაშაულზე სწორედ ინტერპოლს ატყობინებენ, შესაბამისად, თაღლითობის სქემის მონაწილე როდესაც ამ სამსახურის თანამშრომელი იქნებოდა, პრობლემაც არ იარსებებდა. 
რაც შეეხება მინდია ლორთქიფანიძეს. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ის არის შევარდნაძისა და იგორ გიორგაძის დროინდელი სპეცრაზმ "დელტას" ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, შემდეგ ის შსს-ს გდდ-ის დირექტორი იყო და უწყებიდან მინისტრ გიორგი მღებრიშვილის წასვლის შემდეგ წავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი