სოფელ ახალუბნიდან გატაცებული ჯუმბერ ფსიტიძე თავისუფალია

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები, 60 წელს გადაცილებული ჯუმბერ ფსიტიძე გატაცებიდან ორ საათში გაათავისუფლეს. ამის შესახებ “მთავარს” მისმა ძმამ, გივი ფსიტიძემ განუცხადა.

სამნი იყვნენ ნახირში, ორი გამოიქცა და ჩემი ძმა წაიყვანეს. ორ საათში გამოუშვეს და ეხლა პოლიციამ წაიყვანა დასაკითხად გორში. ჩვენ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ რუსები, ეგრე იციან მაგათ, ჩასაფრდებიან და მიჰყავთ ხალხი, ვითომ ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს, - ამბობს გივი ფსიტიძე.

ჯუმბერ ფსიტიძე ამჟამად გორის კლინიკა "გორმედში" იმყოფება. მას შესაძლოა, რუსულ მხარეს ყოფნის გამო, ორკვირიან კარანტინში ყოფნამ მოუწიოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი