ძლიერმა სეტყვა იყო გუშინ სიღნაღში. სტიქია ოცი წუთზე მეტხანს გაგრძელდა და განსაკუთრებით სოფლები ძველი ანაგა და ჯუგაანი დააზარალა.

სეტყვამ გაანადგურა ვენახები, ხორბლის ყანები და ბოსტნეულის კულტურების ნათესები. ადგილობრივი მცხოვრები ელიზბარ ჩითინაშვილი ამბობს, რომ ნახევარსაათიანმა სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა, რაც დარჩენილი იყო, მათ შორის, ხორბლისა და ქერის ნათესები. მისი თქმით, არ იციან, რა უნდა ქნან, რადგან ხალხის უმეტესი ნაწილი ბანკებზეა დამოკიდებული.

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. სიღნაღის მერიას სტიიქისგან მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაუწყია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი