გურამ უსტიაშვილმა ავტომანქანების გაწევაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

გამოქვეყნდა:

ავტომანქანების გაწევაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა - გურამ უსტიაშვილმა ერთმანეთზე თოკებით გადაბმული ექვსი ავტომანქანა კბილებით დაძრა. ძალოსანმა  ჯამში რვა ტონამდე მძიმე მასა სამ მეტრზე გადაადგილა, რითიც თავისივე რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.

ახლო მომავალში ვაპირებ გავაუმჯობესო და ავიდე რამდენიმე ათეულ მანქანაზე. სურვილი მაქვს ძალიან დიდი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის, თუმცა არ არის ისეთი დაფინანსება და გამოხმაურება ჩვენთვის, რომ ხელი შეგვიწყონ ამაში, - ამბობს რეკორდსმენი გურამ უსტიაშვილი.

შედეგი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ და რეკორდსმენს შესაბამისი სერთიფიკატიც გადასცა. საქართველოს რეკორდების ფედერაცის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, შემდეგ ეტაპი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნა და რეკორდის აღიარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი