
ბოლო პერიოდში სამ ეტაპად გაძვირებული პურის ფასი მაისიდან კიდევ 20 თეთრით იზრდება. პურის მწარმოებლები ნედლეულის გაძვირებაზე საუბრობენ, მათ შორის რეკორდულად მოიმატა რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ღირებულებამ. შესაბამისად მთავარი საკვები პროდუქტის მინიმალური ფასი ლარი და 50 თეთრი გახდება.
"ქართული ოცნების" ეკონომიკური გუნდი კი, ფაქტის მიუხედავად არ აღიარებს პურის გაძვირების ფაქტებს და არაფერს ამბობს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელმაც უნდა შეაჩეროს პროდუქტზე ფასის მატება.
ავტორი: ნინიკო გიგაური