ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ არის - ODIHR-ის დასკვნა და შეფასებები თბილისში

გამოქვეყნდა:

ODIHR-ის დასკვნა ცნობილია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევანი უნდა იყოს ფართო კონსენსუსის და შიდა დიალოგის საგანი.

  • შემოთავაზებული საარჩევნო რეფორმის დეკლარირებული მიზანია, რომ პროპორციული კავშირი დადგეს მიღებულ ხმებს და მიღებულ მანდატებს შორის.
  • შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს პარლამენტის 73 წევრის არჩევას მრავალმანდატიან ოლქებში, სადაც ამომრჩევლებს აქვთ ერთი ხმა და მანდატებს იღებენ ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები. ანუ, პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ეს არის მაჟორიტარების არჩევის ერთ-ერთი მეთოდი.
  • შემოთავაზებული ცვლილებების მიღება მოხდება ორგანული კანონის ცვლილებით, რასაც კონსტიტუციის მიხედვით ესაჭიროება პარლამენტში ხმების უბრალო უმრავლესობა. ოდირი არ ადასტურებს, რომ საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა.
  • საერთაშორისო სტანდარტები არ ახდენს საარჩევნო სისტემების დეფინიციას. რომელიმე სისტემა მაჟორიტარულია, პროპორციული, თუ შერეული არის პოლიტიკური და იურიდიული მოსაზრების ნაყოფი. შესაბამისად, ქართული ოცნების ის არგუმენტი, რომ ჩვენი სისტემა არის შერეული და შემოთავაზებული არის პროპორციული, კარგავს ვალიდურობას, რადგან ოდირის მოხსენება ხაზს უსვამს, რომ ეს დეფინიციები არის დისკუსიის საგანი.
  • რაც მთავარია, ოდირი გვაძლევს 6 ძირითადად ტექნიკურ რეკომენდაციას, რომლებიც ეხება ბიულეტენში არჩევანის გაკეთებას და მონიშვნას, ცესკოსთვის ვადის მიცემას არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით, განმეორებითი არჩევნების წესს, მრავალმანდატიან მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს და ა.შ. რეკომენდაციებში საერთოდ არაა ნახსენები, რომ კონსტიტუცია შესაცვლელი.
  • მოხსენებაში მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მისაღებია და შეიძლება იქნას გათვალისწინებული. ეს რეკომენდაციები ძირითადად არის ტექნიკური ხასიათის.

ODIHR-ის დასკვნამდე კი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის დაბოქლომება სცადეს, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

სამართალდამცველების კორდონი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ წევრებს, აქციის მონაწილეებისგან იცავდა, განსაკუთრებულად მას შემდეგ გააძლიერეს, რაც აქციის მონაწილეები, ბიუროს ოთახის ფანჯრებიდან შეიკრიბნენ, სადაც სხდომაზე ჩუმად შეპარული „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკრება იწყებოდა.

პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებმა დილის 11 საათიდან გადაკეტეს. უკვე რამდენიმე თვეა, მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტის შენობაში, მალულად, ან დილაუთენია იპარებიან, ისე, რომ პროტესტის მონაწილეების შეძახილები ვერ გაიგონ. ოპოზიციის საპროტესტო აქციების  ახალი ტალღა, საგაზაფხულო სესიის პარალელურად დღეიდან დაიწყო და ის თბილისშიც და რეგიონებშიც, უწყვეტ რეჟიმში ისევ გაგრძელდება.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პროტესტი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა ქვეყნის გარედან, ბიძინა ივანიშვილს აიძულებს, საუკუნის ტყუილი უკან წაიღოს და საარჩევნო სისტემა შეცვალოს.

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლამდე, აქციების შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა, თუ ოლიგარქი ახალ ტრიუკის ჩატარებას გადაწყვეტს და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ვადამდელ არჩევნებს გამოაცხადებს, ოპოზიცია ამ სცენარისთვისაც მზად არის.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად დაწვეს საბჭოთა კავშირის დროშა, პარლამენტის წინ კი კრემლის ბანერი გააკრეს. რუსთაველის გაზირზე, ახალგაზრდებმა დღეს 20 ივნისის სისხლიანი ღამის ამსახველი ფოტოებიც გამოფინეს.

პარლამენტის პიკეტი კი რუსთაველის გამზირზე, ე.წ. ბიძინას ბოსტანთან, ყველა ოპოზიციური ლიდერის ერთობლივი მსვლელობით დასრულდა. „სირცხვილია“ ეს წარწერა ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, აქციის მონაწილეებმა, გავრილოვის ღამის ფოტოების გვერდით, მწვანე ბანერზე დაუტოვეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი