კორეული საბრძოლო ხელოვნება "ტაიკვანდოს" მას სხვაგვარად სრულყოფილებისკენ მიმავალ გზას უწოდებენ. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საბრძოლო ხელოვნება თავის თავში აერთიანებს გონების, ხელებისა და ფეხების ძლევამოსილ კომბინაციას. იმდენად ძლიერს, რომ საუკუნეების განმავლობაში იაპონელი ოკუპანტები ტაეკვანდოს ოსტატებს უკრძალავნდნენ ორთაბრძოლების ჩატარებასაც და მოსწავლეების აღზრდასაც. რადგან კარგად ხედავდნენ, რამდენად მარტივად შეეძლო ამ ხელოვნებას ადამიანებში საკუთარი თავის რწმენა დაებრუნებინა.
ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის გმირისთვის ტაეკვანდო მთელი ცხოვრებაა. საფრანგეთში წარმატებული კარიერა მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და მთელ თავის ენერგიას ეროვნულ ნაკრებსა და ახალგაზრდების აღზრდას უთმობს.
შოთა გოჩიაშვილმა კარდაკარ შემოირა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები და დაარწმუნა თავისი ძალები მოესინჯათ. საკუთარი ძალების ნამდვილად ირწმუნეს და ახლა ეს პარა სპორტსმენები უკვე ოლიმპიურ ჩემპიონობას უმიზნებენ.