"მთავარი არხის" ეთერში გასული რეპირტაჟის შემდეგ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების აიპის დირექტორი თეიმურაზ ფურცელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ფურცელაძის გათავისუფლება მის მიერ, სამსახურებრივი ტექნიკისა და მუშახელის გამოყენებას ნათესავის ყანის დასამუშავებლად, თუმცა ფაქტია, რომ მერიის მაღალჩინოსნის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სწორედ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი.
"მთავარმა არხის" ინფორმაციით, თეიმურაზ ფურცელაძემ ხარაგაულის მერიის კუთვნილი ტექნიკით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნათესავის ყანაში სამუშაოდ წაიყვანა.
შესაბამისი ვიდეომასალა "მთავარმა არხმა" მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ მუშაობს ათამდე ადამიანი ხელმძღვანელის ნათესავის ყანაში სამსახურის დაკარგვის შიშით.
"მთავართან" საუბარში ბრალდებები უარყო თავად ფურცელაძემ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ვიდეოჩანაწრი.