ქაშუეთის ტაძარში უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე გარდაცვლილის მეგობრები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მიდიან და მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.
ცოტა ხნის წინ პანაშვიდზე მივიდა უკრაინის ყოფილი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი.
ქართველ მებრძოლს ცოტა ხანში მშობლიურ სოფელში, ერგნეთში გადაასვენებენ. ორშაბათს კი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, ქართველი პარტიზანების მეომარი და აგვისტოს ომის მონაწილე უკრაინის ქალაქ რუბეჟნოეში 16 აპრილს, შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. პოზიციების გამაგრებისას, ჩეჩნებმა ქართველ მებრძოლებს ჩასაფრება მოუწყვეს და კასრაძე თავში სასიკვდილოდ დაჭრეს.
რუბეჟნოესთან დაღუპულ კიდევ ორ ქართველ გმირს - ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავას სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.
პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 9 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე: