უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

ჯარისკაცის ცხედარი აეროპორტიდან ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, საღამოს კი მას გორში გადაასვენებენ.

არკადი კასრაძე 16 აპრილს, ქალაქ  რუბეჟნოეში, შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. 40 წლის ქართველი მეომარი, უკრაინაში საომრად 2 მარტს წავიდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.  

იმავე დღეს კიდევ ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპნენ. ისინი დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდნენ, როდესაც ავარიაში მოყვნენ. არსებული ინფორმაციით, მათ საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 9 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი