უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი გმირის ცხედარი ქაშვეთის ტაძრიდან ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გადაასვენეს. ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ არკადი კასრაძეს მოქალაქეები გორის შესასვლელში დროშებითა და სანთლებით დახვდნენ.
გმირის ცხედრის დახვედრის ცერემონიალს არ დასწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
დაღუპული ქართველი მებრძოლი, საქართველოში დღეს, 23 აპრილს ჩამოასვენეს.
შეგახსენებთ, ქართველი პარტიზანების მეომარი და აგვისტოს ომის მონაწილე უკრაინის ქალაქ რუბეჟნოეში 16 აპრილს, შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. პოზიციების გამაგრებისას, ჩეჩნებმა ქართველ მებრძოლებს ჩასაფრება მოუწყვეს და კასრაძე თავში სასიკვდილოდ დაჭრეს.
რუბეჟნოესთან დაღუპულ კიდევ ორ ქართველ გმირს - ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავას სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.
პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 9 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.