ქართული სპორტი ზამთრის სახეობებში განსაკუთრებული მიღწევებით აქამდე ნაკლებად დაიკვეხნიდა. მით უმეტეს, თუ ფიგურულ სრიალზე ვისაუბრობთ. მაგრამ 15 აპრილის შემდეგ ვითარება სრულიად სხვაგვარია.
ტალინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი წყვილი მსოფლიო ჩემპიონია ჯუნიორთა შორის. ლუკა ბერულავა და კარინა საფინა ყინულის ახალგაზრდა და ყველაზე პერსპექტიულ ვარსკვლავებად იქცნენ. პირველი ოქროს მედლების შემდეგ - ყინულიც გადნა.