რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობენ - ხელისუფლების ოპონენტები კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში უძრავ ქონებას მიზერულ ფასად რუსეთის მოქალაქეები ან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ყიდულობენ. ეკონომისტებს ამის მაგალითად ე.წ. რიყის დოქებს ასახელებენ, რომელიც დავით ხიდაშელმა შეიძინა. მათივე თქმით, ასევე ამის მაგალითია ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც რუსეთის მოქალაქემ შეიძინა, ასევე ნავთლუღის ქუჩაზე არსებული დიდი ნაკვეთი.

ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მკაცრად გააკონტროლოს ის პირები, ვინც საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობენ.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ ფორმით შესაძლოა "შავი ხვრელი" გახდეს და სანქცირებულმა ოლიგარქება სწორედ საქართველოს გავლით შეძლონ ფულის გათეთრება.

მათივე თქმით, აუცილებელია უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად ქვეყანაში გამოცხადდეს მორატორიუმი და რისკების თავიდან ასაცილებლად აიკრძალოს რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე ქონების გასხვისება. 

ავტორი: ნინო გიგაური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი