
"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია ყურძნის ფასის მომატებას მოითხოვს - მათი მტკიცებით, რქაწითელის ჯიშის ყურძენზე ფასი ლარნახევრამდე, ხოლო საფერავზე 3 ლარით უნდა განისაზღვროს
პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბიტკოველი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ერთ-ერთ ფერმერთან ერთად, შხამქიმიკატების მაღაზიაში მივიდა და შესაწამლი პრეპარატი შეიძინა.
მისი თქმით, წამალი იმდენად ძვირია, რომ მიღებული ყურძნის მოსავალი გაწეულ ხარჯს ვერ აანაზღაურებს და გლეხები ამის გამო მშივრები დარჩებიან. ბოტკოველი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმდინარე წელს რთველზე ოპოზიციისა და მევენახეების მოთხოვნა გაიზიაროს.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ყურძნის სანაცვლოდ 60-70 თეთრის შეთავაზება დაცინვის ტოლფასია.