ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო ხვდებოდნენ.
სიტუაცია დამატებით დროში დაიძაბა - ტრიბუნებიდან ფეხბურთელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ამის შემდეგ კი დაპირისპირება დაიწყო ფეხბურთელებს შორისაც, რა დროსაც მოედანზე მაყურებლები შევარდნენ და მსაჯმა მატჩი დაასრულა.
ცნობისთვის, თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა.