"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებლივ მაღალკვალიფიციურ დახმარებას" | ექიმი ნინო ნაცვალაძე

გამოქვეყნდა:

შტუტგარტის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, ნინო ნაცვალაძე ამბობს, რომ ის, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტთა დასკვნაში წერია, დაუყოვნებლივ საჭიროებს რეაგირებას.

ექიმის თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხდეს.

"პრეზიდენტის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სასწრაფოდ, დაუყონებლივ, მაღალკვალიფიციურ დახმარებას. დიაგნოზი, რომელიც გამოტანილია ჩემი კოლეგების მიერ, ეს არის პოსტრავმული, სტრესული დაავადება. ლაპარაკია დეპრესიაზე და ანორექსიზე. "თვითმონელება" ეს ტერმინია გამოყენებული დასკვნაში - ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, თუ ეს პროცესი არ შეჩერდა მარტივი ასახსნელი და წარმოსადგენია რაც მოხდება. ამიტომ, ეს არის მთავარი მიზეზი, რაც მოითხოვს სასწრაფოდ ჩარევას", - ამბობს ის. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი