
2019 წელს ბანკში დროულად სესხი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ვერ გადაიხადა. ამის შესახებ დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკიდან გასაჯაროვდა.
ნახევარ მილიონ მოქალაქეს შორის 111 ათასი ისეთ მსესხებელია, რომელიც წინა წლებში კრედიტს დროულად ფარავდა და და მისთვის საბედისწერო 2019 წელი აღმოჩნდა.
ამ მონაცემებით დგინდება, რომ მთავრობის ბრძოლა ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ჩავარდა და მოსახლეობას ისევ კრედიტები ახრჩობს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიზიკური პირების ვალის მოცულობამ 19 მილიარდი ლარი შეადგინა. რეკორდულად გაიზარდა და 85 მილიონს მიაღწია ბანკებისთვის ჯარიმებით გადახდილი თანხის ოდენობამ.
ეკონომიკური ექსპერტები მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ. ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, ქვეყანა სიღარიბის ზღვარზეა და ადამიანებს ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.
მაშინ, როდესაც მოქალაქეები თავის გატანას ძლივს ახერხებენ, მთავრობა გადაუხდელ ვალებს ჩვეულებრივ პროცესს უწოდებს. ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და ვალების დაგროვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალი არაა.
რეკორდულად გაუფასურებული ლარის, გაზრდილი ფასებისა და არამყარი ეკონომიკური ზრდის ფონზე ჭარბვალიანობის შემცირება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება „ოცნების“ სფეროდ იქცა. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა პრობლემა წლიდან წლამდე პრობლემის წინაშე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგება და სესხის გადახდის პრობლემას კვების პრობლემა მოჰყვება.