აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა - ნახეთ რომელი პროდუქტი გაძვირდა ყველაზე მეტად

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტი
  • პური და პურპროდუქტები 28.8 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1 პროცენტი
  • ზეთი და ცხიმი 20.8 პროცენტი
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3 პროცენტი
  • თევზეული 18.9 პროცენტი
  • რძე, ყველი და კვერცხი 18.0 პროცენტი
  • ყავა, ჩაი და კაკაო 17.6 პროცენტი
  • ხილი და ყურძენი 14.4 პროცენტი
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.9 პროცენტი

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, ფასები მომატებულია:

  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 29.1 პროცენტი
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე 10.8 პროცენტი
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3.9 პროცენტი

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 14.4 პროცენტი
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 11.2 პროცენტი
  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 6.5 პროცენტი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი