ქუთაისის მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელი ბეჟან ხურციძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი, 400 ლარი წინასწარ გამოართვა.
ბეჟან ხურციძე სამხედრო დიდების მუზეუმის თანამშრომელიცაა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მერიის თანამშრომელი ქალაქის ცენტრში დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.