სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია სამხედრო დიდების მუზეუმის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და მამაკაცი დააკავა. მიზეზებზე სამართალდამცავი უწყება ჯერჯერობით არ საუბრობს. 

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ქარვასლასთან იდგა, როდესაც საბუთი აჩვენეს, ხელბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

მამაკაცი, რომელიც სუს-მა დააკავა, 60 წლის ბეჟან ხურციძეა. დაკავებული ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ერთ-ერთი ააიპ-ისა და სამხედრო დიდების მუზეუმის თანამშრომელია. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ქუთაისის მერიაშიც, თუმცა ხურციძის თანამშრომლებს დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

ქუთაისის კულტურის ააიპ-ის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი ამბობს, რომ წარსულში ხურციძეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა დეტალების დაკონკრეტება უჭირს.

მე, უბრალოდ, სიუჟეტი მაქვს რამდენიმე წლის წინ ნანახი... მაშინ ჰქონდა რაღაც პრობლემა, მაგრამ ზუსტად არ ვარ საქმის კურსში, - განმარტავს ჯუღელი.

"მთავარი" დეტალების გასარკვევად სუს-ის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, მაგრამ უწყებაში ამ დრომდე კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი