თუ ხელშეკრულებას შეწყდება, ქვეყანა მადუროს ვენესუელას დაემსგავსება - ფრონტერას წერილი მთავრობას

გამოქვეყნდა:

"ფრონტერა" საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, არ შეწყვიტოს ინვესტორთან ხელშეკრულება. როგორც წერილშია ნათქვამი, მთავრობის წევრების მუქარა, რომ 27 ივლისს კონტრაქტს ცალმხრივად გაწყვეტენ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უხეში დარღვევა იქნება და პასუხგაუცემელი არ დარჩება.

მსგავსი ნაბიჯი ცალსახად იქნება დანაშაულებრივი და უკანონო, რომელიც კიდევ უფრო რთულ სამართლებრივ შედეგებს მოუტანს ქვეყანას, - წერია ფრონტერას განცხადებაში.

"ფრონტერას" გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მათთან კონტრაქტის არანაირი უფლება არ აქვს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამას მაინც გააკეთებს, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო მადუროს ვენესუელას და პუტინის რუსეთს დაემსგავსება.  

ის შინაარსი საქართველოს ხელისუფლების მუდმივი დეზინფორმაციის არის, რომ ისინი ცდილობენ, უფრო სწორად, წლების განმავლობაში არაერთხელ სცადეს, რომ საქართველოს სასამართლოში, საერთაშორისო სასამართლოში, რომ ჩვენთვის შეეწყვიტათ ხელშეკრულება, რაც ვერ მოახერხეს. და რაც ვერ შეძლეს სასამართლოთი და სხვადასხვა ხელშემშლელი ღონისძიებებით, ახლა გადავიდნენ დეზინფორმაციულ და ძალისმიერ მეთოდებზე, - ამბობს იგი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი