საპატრიარქოს უარი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. რამდენიმე თხოვნის მიუხედავად, ილია მეორე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუბროდ შეხვედრას არ თანხმდება.
პატრიარქის სამდივნოს ერთი პასუხი აქვს - პატრიარქი ავადაა და შეხვედრას ვერ შეძლებს, თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამ მოტივით აუდიენციაზე უარი პირველად მიიღო, ილია მეორე პრემიერ ღარიბაშვილს უპრობლემოდ შეხვდა.