19 წლის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოკვეთილია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, თუმცა რა მოხდა საბედისწერო ღამეს, დეტალები ისევ უცნობია. ახალგაზრდა ფეხბურთელს დღეს დაკრძალავენ.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ფოტოგრაფიც, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. კონფლიქტს იგი შაქარაშვილთან და კიდევ ორ პირთან ერთად გაერიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხით მომავალ ახალგაზრდებს უცხო მანქანა დაეწია, მან ერთ-ერთ მშენებარე შენობას შეფარა თავი, საიდანაც თვალს ადევნებდა კონფლიქტს. მან, სავარაუდოდ უნდა იცოდეს, რა მოხდა საბედისწერო ღამეს.
დაღუპული ფეხბურთელის ოჯახი დამოუკიდებელი ექპერტიზის დასკვნას ელოდება. ცნობილია, რომ ცხედარს ბევრი დაზიანება აქვს, მათ შორის დამსხვრეული აქვს ძვლები. სწორედ ამ ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, როდის აქვს მიღებული დაზიანებები.
იმავე რეჟიმში განვაგრძობთ ვერსიების გამოკვლევას. ჩვენ ვიცოდით, რომ ხელკეტებით გადმოვიდნენ იმ მანქანიდან პირები, რომლებიც ერთ-ერთ თანამგზავრს ჩვენი ბავშვებისას გაუსწორდნენ ფიზიკურად. აქ მნიშვნელოვანი იყო დაზიანებების წარმოშობის მიზეზი და დრო. ექსპერტიზის დასკვნა იქნება ყველაზე უფრო რეალური მტკიცებულება, რომელიც დაგვაკვალიანებს, რომელ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, - ამბობს გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.