სად ხედავთ ოკუპანტის დროშას, მე არ დამინახია... - პოლიციის უფროსი გორში, 9 მაისის აღნიშვნაზე

გამოქვეყნდა:

"სად ხედავთ ოკუპანტის დროშას...სად ხედავთ, მე არ დამინახია ოკუპანტის დროშა" - ასე უპასუხა პოლიციის უფროსმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ რეაგირებდნენ სამართალდამცველები გორში, ოკუპანტის დროშებისა და საბჭოთა სიმბოლიკების გამოტანაზე.

სწორედ ამ ფორმით აღნიშნეს 9 მაისი ადგილობრივმა სტალინელებმა და პრორუსებმა. ჰქონდათ ანტიდასავლური გამოსვლები, მიმდინარე ომში ადანაშაულებდნენ უკრაინას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ.

აქციის მონაწილეებს  თან ჰქონდათ საბჭოთა კავშირისა და და რუსეთის დროშები.

აქციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და 1000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი