გორი დღეს კიდევ ერთხელ გაწითლდა - ნაომარ ქალაქში ამ წუთებში პრორუსული ძალები მიტინგს მართავენ. ისინი აკრიტიკებენ უკრაინის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლებას კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდებენ. ითხოვენ საბჭოთა დიქტატორის ძეგლის გორის ცენტრში დაბრუნებას და იყენებენ საბჭოთა სიმბოლიკებს. პრორუსული ძალები გორში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან იკრიბებიან.