რეგულაციების დარღვევის გამო 16 კაფე-ბარი 10,000 ლარით დაჯარიმდა

გამოქვეყნდა:

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით 16 კაფე-ბარი 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს საია. ორგანიზაციის განმარტებით, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ურჩევს უმნიშვნელო ხარვეზების შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად, ობიექტის მფლობელი სიტყვიერად გააფრთხილოს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზოგ შემთხვევებში, ჯარიმები დააფუძნეს ისეთ დარღვევებზე, როგორ მოთხოვნებსაც ეს ბრძანება არ ითვალისწინებდა. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო შენიშვნა, - ამბობს საია-ს იურისტი გიორგი ანთაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი