
ISET-PI-ის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.4%-ით აღემატება წინა თვის, 2022 წლის მარტის და 30.7%-ით 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს.
ხაჭაპურის ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 12.8%-ია. მათი ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა: რძე – 12.4%, საფუარი – 15.1%, კარაქი – 23.8%, ყველი – 24.8%, კვერცხი – 29.7%, ფქვილი – 41.1%.
კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ფასების ზრდა თანხვედრაშია საქსტატის წლიური ინფლაციის ოფიციალურ მონაცემებთან. საქსტატის ანგარიშით, სურსათის კატეგორიაში ფასების ზრდამ 21.3% შეადგინა.