თუ გული გაქვთ, გახსენით უკრაინის პორტები - დევიდ ბიზლი პუტინს

გამოქვეყნდა:

თუ გული გაქვთ, გახსენით უკრაინის პორტები - ამ სიტყვებით გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს. 
მისი თქმით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე მოდის. გარდა ამისა, პორტების ბლოკირება გავლენას მოახდენს საკვების გლობალურ უსაფრთხოებაზე. 
ბიზლის თქმით, პორტები უნდა ამოქმედდეს მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი