ხმაური იყო ზესტაფონში, სადაც ადგილობრივები მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის, მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ.
მრევლის ნაწილის რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობდა. პროტესტის მონაწილეების თქმით, მეუფე სოდომურ ცოდვაში მხილებულ პირებს მღვდლებად აკურთხებს, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია.
მათივე თქმით, არაერთხელ შეეცადნენ საკითხზე კომუნიკაციას, თუმცა უშედეგოდ.
მსგავსი ბრალდებით მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია მეორედ გაიმართა.
მეუფე მელქისედეკთან დაკავშირებით გუშინ, 13 მაისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მღვდელმთავრის დასჯის თაობაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.