"გერმანიაში, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია" | მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევის შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება. უკვე მეოთხე დღეა მესამე პრეზიდენტი "ვივა მედის" კლინიკაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილთან ალტერნატიული კონსილიუმის წევრ მედიკოსებს არ უშვებენ. უცნობია, ასევე, რა გამოკვლევები ჩაუტარდა მესამე პრეზიდენტს. 

ცენტრ "ემპათიაში" არ იზიარებენ ნარატივს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მარიამ ჯიშკარიანმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე [ექსპერტების დაშვებაზე] კანონიერ განკარგულებას გამოიტანს, რადგან მისი თქმით, "წინა სასამართლო პროცესზე მან პრაქტიკულად დაარღვია პატიმრის უფლებები".

"7 თვის განმავლობაში მისი ადეკვატური მკურნალობა და დიაგნოსტიკა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, არც ახლა გვაქვს იმედი, რომ მოხდება და არც არის პრაგმატული, ველოდოთ კიდევ 7 თვეს. ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში, მულტიპროფილურ ცენტრში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და ეს არის აუცილებელი. სამწუხაროდ, ექსპერტიზას არ აძლევენ უფლებას კვლავ რომ ჩაიტაროს პაციენტმა, შესაბამისად ვერ გავიზიარებთ "ქართული ოცნების" შეხედულებებს, რომ ეს არის მხოლოდ ემოციური და ფსიქიკური აშლილობა და სხვა არაფერი", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

მანამდე ექიმებმა მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, საგანგებო მიმართვა გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, პოლიტიკური შურისძიების ნაცვლად, მედიკოსებს მოუსმინოს და მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი