"დედამისი იყო შესული, რომ გამოვიდა ქალი იყო განადგურებული, ძალიან ცუდად არის" - "ვივა მედთან", მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედთან", სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი - აქციის მონაწილეები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კლინიკა ვივა მედი გამოკვლევების პასუხებს ისევ არ ასაჯაროებს. 

"დედამისი იყო ერთი საათით შესული, რომ გამოვიდა ქალი იყო განადგურებული. ძალიან ცუდად არის, ძალიან, ვითხოვთ, რომ არ მოგვიკლან პრეზიდენტი და სასწრაფოდ გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის დედა. 

კლინიკის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, კვლევები უტარდება, უკვე ჩატარებული  სამედიცინო მანიპულაციების შედეგები კი კლინიკის თქმით, მათ სახალხო დამცველის აპარატს გადასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი